16 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსის 206-ე აუდიტორიაში გაიმართება გერმანელი მეწარმის, ბატონ შტეფან ფრიდემანის (Stefan Friedemann) მოხსენება თემაზე: მდგრადი რეგიონული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ბერლინ-ბრანდენბურგის მაგალითზე.
ბატონი შტეფან ფრიდემანი არის საინჟინრო-სატრანსპორტო კომპანიის (Ingenieurgruppe IVV GmbH & Co. KG) ფედერალურ სატრანსპორტო მარშრუტების დაგეგმვის, ხარჯებისა და სარგებლიანობის ანალიზის დეპარტამენტის უფროსი.
ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მდგრადი განვითარების კვლევითი ცენტრი.
